საზოგადოება
ახალციხის მერია ხუთ ოჯახს საერთო სააბაზანოს მშენებლობის უფლებას არ აძლევს
კომისარიატის ყოფილ შენობაში თვითნებურად შესახლებულები საფრთხის ქვეშ არიან. საცხოვრებელი ავარიულია, მოქალაქეებს კი წასასვლელი არსად აქვთ.

ადგილობრივების პრობლემებს ისიც დაემატა, რომ ეზოში დაწყებული სააბაზანოს მშენებლობა მერიის ზედამხედველობის სამსახურმა შეაჩერებინა. ადგილობრივი ხელისუფლება ოჯახებს ვერც ალტერნატიული ფართით უზრუნველყოფს და არც კეთილმოწყობის ნებას აძლევს. როგორია ათწლიანი ცხოვრება კანალიზაციის, ბუნებრივი აირის და სააბაზანოს გარეშე - ნახეთ მედეა ხითარიშვილის და გიორგი ბერიძის სიუჟეტი.

| Print |