საზოგადოება
დედამიწის მოძრაობა აჩქარდა
მეცნიერების განცხადებით, დედამიწა ბოლო დროს უფრო ჩქარა ბრუნავს, ვიდრე ეს აქამდე დაფიქსირებულა. დედამიწის ბრუნვა იმდენად აჩქარებულია, რომ შეიძლება წლიდან წამის ამოკლება მოგვიწიოს.
დედამიწის ღერძის გარშემო ერთი ბრუნვა, ანუ დღისა და ღამის ციკლი უდრის 24 საათს, უფრო ზუსტად 86 400 წამს.
პლანეტის აჩქარებულმა ბრუნვამ შეიძლება ეს ერთი შეხედვით სტაბილური მოცემულობა შეცვალოს, დღე-ღამის 24 საათი შემცირდეს და პირველად დაგვჭირდეს წლის დროიდან წამის მოჭრა, რადგან დედამიწა უფრო სწრაფად ტრიალებს.
დედამიწის შემსწავლელმა მეცნიერებმა ასევე აღნიშნეს, რომ გასული წლის ზაფხულში, 19 ივლისს, დაფიქსირდა უმოკლესი დღე - ის იყო სტანდარტულზე 1.4602 მილიწამით მოკლე. მათი ვარაუდით, არსებობს მრავალი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს პლანეტებზე გადააგილებაზე. ესენია: მთვარის მოძრაობა, თოვლის დნობის დონე და მთის ეროზია. მეცნიერები არც იმას გამორიცხავენ, რომ გლობალურმა დათბობამ ააჩქარა დედამიწის მოძრაობა, რადგან გამდნარი მყინვარები და აისბერგები დედამიწის მასის გადანაწილებას არღვევს.
მეცნიერების ვარაუდით, დედამიწის მოძრაობის აჩქარებამ, თანამედროვე ტექნოლოგიების ზუსტ მუშაობაზე შესაძლოა გავლენა იქონიოს. ამიტომაც ისინი მოგვიწოდებენ დროის საზომი ატომურ სინქრონიზებულ საათებზე გადავიყვანოთ.
გააზიარეთ :