საზოგადოება
დატბორილი ქუჩები, მოგლეჯილი ხეები, ჩახერგილი გზები - წვიმის და ქარის შედეგები ახალციხეში
ქალაქ ახალციხეში, ცენტრალურ ქუჩაზე ძლიერმა წვიმამ ნაშალი მიწა და ლამი ჩამოიტანა. თამარაშვილის ქუჩაზე გადაადგილება არ შეზღუდულა, თუმცა ავტომობილები შეფერხებით მოძრაობენ. 

გარდა ამისა, ძლიერმა ქარმა სოფელ სხვილისში ხე მოგლიჯა, რის გამოც ცენტრალურ გზაზე გადაადგილება შეზღუდულია. 

ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ მიმდინარეობს სპეცტექნიკის მობილიზება. 

"უახლოეს ხანში გაიწმინდება და გადაირეცხება ცენტრალური საგზაო მაგისტრალი. გარდა ამისა, ქარმა სოფელ სხვილისთან ხე მოგლიჯა. ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, სპეციალური ტექნიკის დახმარებით მიმდინარეობს გზის გაწმენდა, მოძრაობა უახლოეს ხანში აღდგება", - გვითხრეს მერიის პრესსამსახურში. 
თამარაშვილის ქუჩა, ფოტოები სოციალური ქსელიდან: სამცხე-ჯავახეთი

| Print |