საზოგადოება
აწყურში სტიქიისგან დაზიანებულ გზებს წმენდენ
დღეს, ორ სექტემბერს მოსულმა ძლიერმა წვიმამ და ქარმა, ქალაქ ახალციხის და სოფელ სხვილისის გარდა, პრობლემები შექმნა აწყურშიც. ნიაღვარმა როგორც ცენტრალური, ისე შიდა გზები დატბორა. წყალმა ქუჩებზე ნაშალი მიწა ჩამოიტანა. 

"ძირითადად, სამ ადგილზეა ყველაზე ცუდი სიტუაცია - სკოლასთან, საბავშვო ბაღთან და რესტორანთან. ქარმა ხეები მოტეხა, ნიაღვარმა ქვა-ღორღი ჩამოიტანა გზებზე, ცოტა ხანი მანქანებიც გაჩერდნენ",
- ამბობენ სოფელში. 

ადგილზე მუშაობს ტექნიკა. ტრაქტორი გზებს ნაშალი მიწისგან წმენდს.
| Print |