საზოგადოება
„მოვუფრთხილდეთ გარემოს“ - ახალციხეში კლიმატის კვირეული აღნიშნეს
„მოვუფრთხილდეთ გარემოს“ - ამ ლოზუნგით ახალციხეში კლიმატის კვირეული აღნიშნეს. პანდემიის გამო ღონისძიება ღია სივრცეში, ცენტრალურ პარკში გაიმართა. კვირეულის ფარგლებში, სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა ეკოლოგიური შინაარსიის ნახატები დახატეს. ამის გარდა, დიდ ეკრანზე უწყვეტ რეჟიმში გადიოდა ამავე თემაზე შექმნილი ვიდეორგოლები და ფილმები.

კლიმატის კვირეული საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრისა და სამხატვრო სკოლის აკადემიის ორგანიზებით მოეწყო. ღონისძიების მიზანი საზოგადოებაში ეკოცნობიერის ამაღლება და მოქალაქეებისთვის გარემოს არსის უკეთ შეცნობა იყო. კვირეული დღეს, 22 სექტემბერს დაიწყო 27 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.


| Print |