საზოგადოება
"ლელოს" წევრებმა მედიის და სამოქალაქო სექტორის კითხვებს უპასუხეს
დღეს სამოქალაქო სექტორის კითხვებს პარტია „ლელოს“ წევრებმა უპასუხეს. ახალციხის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ პარტიის რეგიონული ხელმძღვანელი და ქალაქ ვალეს მაჟორიტარობის კანდიდატი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი დამსწრე საზოგადოებისთვის პარტიის წინასაარჩევნო გეგმებისა და საქმიანობის გაცნობა იყო.

„ლელოს“ ადგილობრივმა ლიდერმა ისაუბრა პარტიულ ხედვებზე, თუ რა გზებით აპირებენ სამცხე-ჯავახეთში არსებული პრობლემების მოგვარებას და რა იქნება მათი მთავარი პრიორიტეტი გამარჯვების შემთხვევაში. შეხვედრის ორგანიზატორი „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“ ახალციხის ოფისი იყო. მსგავსი სახის დისკუსია უკვე გაიმართა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებთან და იგეგმება სხვა პარტიებთანაც.

| Print |