საზოგადოება
გზავნილი ახალციხიდან - მშენებარე მემორიალთან ვეტერანები და ხელისუფლება შეიკრიბა
დღეს, 27 სექტემბერს, ახალციხეში სოხუმის დაცემის დღე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირები გაიხსენეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და აფხაზეთის ომის ვეტერანებმაახალციხის ცენტრალურ პარკში, მშენებარე გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

აფხაზეთის ომმა 300 ათასზე მეტი ადამიანი დევნილად აქცია, ხუთი პირი უგზო-უკვალოდ დაიკარგა და ათასობით ქართველმა მებრძოლმა საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს შესწირა.

1993 წლის 27 სექტემბერს, ომი სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებულ ძალების მარცხით დასრულდა. 1992-1993 წლებში სამცხე-ჯავახეთიდან, აფხაზეთის ომში 700 მებრძოლი წავიდა, მათგან 14 დაიღუპა.

| Print |