საზოგადოება
ვალეში წყლის სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა, მოქალაქეებს კი სარდაფები წყლით ეტბორებათ
ქალაქ ვალეში, ვაჟა-ფშაველას ქუჩის მაცხოვრებლები ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ სარდაფები და კორპუსის მიმდებარე ტერიტორია წყლით იტბორება. ეს პრობლემა დაახლოებით, ექვსი თვის წინ შეექმნათ, როცა ქალაქში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მიწა საცხოვრებელ სახლთან რამდენჯერმე, არასწორ ადგილას ამოთხარეს, რამაც მიწისქვეშა კომუნიკაციების დაზიანება გამოიწვია. მას შემდეგ, წვიმის დროს ქუჩა ტალახდება, მშენებელი კომპანია კი პირვანდელი მდგომარეობის დაბრუნებას არ ჩქარობს. 

"საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში" ამბობენ, რომ "მეცხრე არხის" ინფორმაციის საფუძველზე სიტუაცია ადგილზე შეისწავლეს. ვაჟა-ფშაველას #13-ში არსებული მდგომარეობა კი კომპანიის მიერ ჩატარებულმა სამუშაოებმა განაპირობა.

ვალეში, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული სამუშაოები დასრულებულია.

| Print |