საზოგადოება
ზაზა მაჩიტიძის დასახმარებლად ახალციხეში სისხლის დონაციის აქცია გაიმართება
32 წლის ზაზა მაჩიტიძის დასახმარებლად ახალციხეში სისხლის ბანკი ჩამოდის. აქციაში მონაწილეობა და სისხლის გაღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, თანხა ბენეფიციარის ანგარიშზე დაირიცხება.

დონაცია ცხრა ოქტომბერს, 09:00 საათზე, ახალციხის მერიის შენობაში დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება. (მისამართი: კოსტავას ქ. 18).

სისხლის ჩაბარების მსურველებს მოემსახურება ტრანსპორტი. (597 78 85 91 გიორგი)

დონორი შეიძლება იყოს 18-დან 60 წლამდე პირი, ქალის მინიმალური წონა 55, მამაკაცის კი 65 კგ.

დონორის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს, თუ:

დონაციის წინა დღეს მიიღო ალკოჰოლი;
  • ერთი თვის მანძილზე გაკეთებული აქვს გრიპის ვაქცინა;
  • 12 თვის მანძილზე ცოფის/ტეტანუსის ვაქცინა;
  • 4 თვის მანძილზე ჩაიტარა სტომატოლოგიური პროცედურები, ასევე გაიკეთა ტატუ, პირსინგი, ყურის გახვრეტა.

32 წლის ზაზა მაჩიტიძეს ძვირადღირებული ოპერაცია - ღვიძლის გადანერგვა ესაჭიროება. ურაველში მცხოვრები, ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე სწორედ ამ ოპერაციაზეა დამოკიდებული. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ღვიძლის გადასანერგად 140 000 ლარია საჭირო.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშებზე:

„თიბისი“ ბანკი GE42TB7788245064300032
„საქართველოს ბანკი“ GE34BG0000000499316816
"ვითიბი ბანკი ჯორჯია“ GE48VT1004506039844001
მიმღები - ზაზა მაჩიტიძე.

„ლიბერთი“ ბანკი GE34LB0711111178217000
მიმღები თამარ სამსონიძე.
| Print |