საზოგადოება
საქართველოში გლოვის დღეა, სახელმწიფო დროშები დაეშვა
ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოში დღეს, 11 ოქტომბერს გლოვის დღეა. გლოვის დღე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე  12 ოქტომბრის 00:00 საათამდე სახელმწიფო დროშები დაშვებულია. 

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 3 არასრულწლოვანია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა.

| Print |