საზოგადოება
ვაქცინირებულებისთვის დაწესებულმა ლატარიამ უკვე 820 ათასი ლარი გაათამაშა

 

ლატარიამ "აიცერი და მოიგე", რომლის გათამაშებაც 14 სექტემბრიდან დაიწყო, ამ დრომდე მოგების სახით 820 000 ლარი გასცა. ლატარიის ვებ-გვერდის თანახმად, გათამაშებას 5 348 გამარჯვებული ჰყავს.

ლატარია ყოველდღიურად ათამაშებს 10 500 ლარს, ასევე 150 100 ლარს. ხოლო კვირაში ერთხელ თამაშდება 9 ერთეული 1 000 ლარი; 4 ერთეული 1 500 ლარი; 3 ერთეული 5 000 ლარი და ერთი 10 000 ლარი.

ყოველდღიურ ლატარიაში ავტომატურად მონაწილეობს ყველა, ვინც დღემდე ერთი დოზით მაინც არის ვაქცინირებული, რაც 1 მილიონ ადამიანს შეადგენს.

უფრო დეტალურად გათამაშების წესები ასეთია:

ყოველდღე გათამაშდება 100 და 500 ლარი, ყოველკვირეულად 1 000-დან 10 000 ლარამდე, ხოლო შემაჯამებელ გათამაშებაში, რომელიც 26 დეკემბერს "საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის’’ ეთერში გაიმართება, გათამაშდება 100 000 ლარი. ლატარიის გათამაშებები იმართება ვებ-გვერდზე www.stopcov.lotto.ge-ზე ყოველ დღე, 12:00 საათზე, ხოლო ყოველკვირეული - ორშაბათს, ყოველდღიური ლოტოს გათამაშების დასრულებისთანავე.

StopCovid ლატარიის "აიცერი და მოიგეს" გათამაშების ბილეთებს აცრილი ბენეფიციარები სახელმწიფოსგან ვაქცინაციის დროს უფასოდ მიიღებენ.

პირველი აცრის გაკეთებისთანავე ბენეფიციარი მონაცემთა ბაზაში ავტომატურად მიიღებს გათამაშების ბილეთს, აცრიდან მეორე დღესვე მიღებული ბილეთი ერთვება "აიცერი და მოიგეს’’ ყოველდღიურ, ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებაში. მომხმარებელი, რომელმაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია წამახალისებელი ლატარიის ამოქმედებამდე, 13 სექტემბრამდე ჩაიტარა, მონაწილეობას იღებს "აიცერი და მოიგეს’’ ყველა გათამაშებაში. StopCovid ლატარიის ვაქცინირების დროს მიღებული ბილეთი ვალიდურია ყველა გათამაშების განმავლობაში, მანამდე სანამ ბილეთზე არ დაფიქსირდება მოგება. მაგალითად, თუ მოქალაქის ბილეთმა ერთხელ გაიმარჯვა ყოველდღიურ გათამაშებაში, თქვენი ბილეთი აღარ მონაწილეობს მომდევნო ყოველდღიურ გათამაშებაში, მაგრამ მიიღებს მონაწილეობას ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებებში, თუ ბილეთმა მოიგო ყოველკვირეულ გათამაშებაში, ის შემდგომში მონაწილეობას მიიღებს შემაჯამებელ გათამაშებაში.

რაც უფრო მალე ჩაიტარებს ადამიანი ვაქცინაციას, მით უფრო ბევრ გათამაშებაში მიიღებს მისი ლატარიის ბილეთი მონაწილეობას და მით უფრო გაიზრდება მისი მოგების შანსი.

 

| Print |