ყინვა, ძლიერი წვიმა და ქარი - როგორ ამინდია მოსალოდნელი ახალციხეში
სინოპტიკოსების პროგნოზით, 17 ოქტომბერს დღის მეორე ნახევრიდან 21 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, ზოგან ელჭექი. 18 ოქტომბერს ტემპერატურა +15, +20, ხოლო 19-20 ოქტომბერს +12, +17 გრადუსი იქნება. დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი.
ახალციხეში 18 ოქტომბრიდან წვიმიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით +7, დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება.
19 ოქტომბერი
ღამით +5, დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი
20 ოქტომბერი
ღამით -1, დღისით +9, ასევე ძლიერი წვიმა
21 ოქტომბერი
ღამით -2, დღისით +12 უნალექო ამინდია ნავარაუდევი.