საზოგადოება
ახალციხეში ვეტერანების დღე აღნიშნეს
დღეს, 17 ოქტომბერს, ვეტერანთა დღესთან დაკავშირებით, ახალციხელი ვეტერანები, ადგილობრივი თითმმართველობის წარმომადგენლები და მოქალაქეები ქალაქის ცენტრალურ პარკში, გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ, გაიხსენეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მებრძოლები და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
მემორიალი ყვავილებით და გვირგვინებით შეამკეს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროსმა ზურაბ ფარცახაშვილმა და ქალაქის მაცხოვრებლებმა.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ვეტერანებს დღევანდელი დღე მიულოცეს და ჯანმრთელობა და მხნეობა უსურვეს მათ. აღსანიშნავია, რომ ვეტერანთა დღესთან დაკავშირებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მცხოვრებ 12 ვეტერანს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირის სტატუსი მერიისგან ფულადი დახმარება ჩაერიცხება.
„ვეტერანთა დღე“ საქართველოში 2014 წლის 17 ოქტომბრიდან აღინიშნება.
| Print |