საზოგადოება
ახალციხეში სამოქალაქო სექტორს და თვითმმართველობას დიდი ბრიტანეთის ელჩი შეხვდა
მარკ კლეიტონი სამცხე-ჯავახეთში პირველი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. დიდი ბრიტანეთის ელჩის ვიზიტი რეგიონში ახალქალაქიდან და ნინოწმინდიდან დაიწყო, სადაც სამოქალაქო სექტორის და თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა.

ჯავახეთის შემდეგ დიპლომატი ახალციხეში, ასოციაცია „ტოლერანტის“ ოფისში სამოქალაქო სექტორს შეხვდა. საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა რეგიონის მთავარ გამოწვევებზე ისაუბრეს. მარკ კლეიტონი დაინტერესდა, როგორ ჩაიარა თვითმმართველობის არჩევნებმა და რა მდგომარეობაა ადამიანის უფლებების მხრივ რეგიონში.

სამოქალაქო სექტორის შემდეგ, ელჩი ახალციხის ახალარჩეულ მერს და თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა.

ამით მარკ კლეიტონის ვიზიტი სამცხე-ჯავახეთში დასრულდა. ელჩი ახალციხის შემდეგ აჭარაში წავიდა.

| Print |