საზოგადოება
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ქუჩაშიც ჩატარდება
რეალურ პირობებში მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება 2022 წლის აპრილიდან სავალდებულო ხდება.

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენით განიხილა და 81 ხმით მიიღო „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები.

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ მიღებული კანონპროექტი ითვალისწინებს: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღებისთვის პრაქტიკული გამოცდის მეორე
ეტაპის დაწესებას, რომლის დროსაც გამოცდის ჩაბარება მოხდება რეალურ პირობებში და მოპედების რეგისტრაციას.

2022 წლის 25 აპრილიდან სავალდებულო გახდება რეალურ პირობებში მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება, საუბარია მსუბუქ ავტომობილებზე, ხოლო 2022 წლის 7 ნოემბრიდან კი რეალურ პირობებში მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება ყველასთვის სავალდებულო იქნება.
| Print |