საზოგადოება
თანასწორობის კვირეულის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა
თანასწორობის კვირეულის ფარგლებში, სახალხო დამცველის აპარატისა და შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები ახალციხეში, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და საჯარო სექტორის თანამშრომლებს შეხვდნენ. ღონისძიებაზე თანასწორობის საკითხებზე იმსჯელეს.

ასევე ისაუბრეს სახალხო დამცველის, როგორც ანტიდისკრიმინაციული მექანიზმისა და შსს-ს როლზე დისკრიმინაციის აღმფხვრის მიმართულებით - რას აკეთებს ორი უწყება ამ მიმართულებით და როგორ უნდა დაეხმარონ საზოგადოებას.

თანასწორობის კვირეული 14 ნოემბერს დაიწყო და 28 ნოემბრის ჩათვლით, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ეგიდით ეწყობა. მისი მიზანი თანასწორობის საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებაა.

| Print |