საზოგადოება
ახალციხეში ტროტუარი ჩაინგრა, შეკეთებას არავინ ჩქარობს
ახალციხეში, მესხეთის ქუჩაზე ტროტუარი ჩაინგრა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ქვეითებისთვის განკუთვნილი გზის სავალი ნაწილით ვეღარ სარგებლობენ და იძულებული არიან, სამანქანო გზაზე იარონ, რაც მათი თქმით, ბავშვებისთვის საფრთხის შემცველია.

ადგილი ახალარჩეულმა მერმა დაახლოებით, ორი კვირის წინ მოინახულა, თუმცა მას შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლებიდან მესხეთის ქუჩაზე არავინ გამოჩენილა.

ტროტუარი უფუნქციო, ინტერნატის ყოფილ შენობას და ეზოს ესაზღვრება. ღობე რამდენიმე წელია დაზიანებულია. ადგილობრივებმა მისი შეკეთება საკუთარი სახსრებით სცადეს, თუმცა ტროტუარს ახალი ბზარები უჩნდება და მოსახლეობის თქმით, სრულად ჩამოშლის საშიშროებაც არის.

ადგილობრივები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ. აპირებს თუ არა მერია დანგრეული ტროტუარის აღდგენას - ახალციხის ახალარჩეული მერი ამბობს, რომ სიტუაციაში გაერკვევა და ამის შემდეგ გააკეთებს კომენტარს.

| Print |