საზოგადოება
წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელმა სამცხე-ჯავახეთში თანამდებობა დატოვა
სამცხე-ჯავახეთში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა. გიგა გრიგოლაშვილი რეგიონული ფილიალის დირექტორად 2020 წლის 22 ივნისს დაინიშნა.

იგი სხვადასხვა წლებში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობდა თელასში, საქართველოს გაერთიანებულ სადისტრიბუციო ენერგოკომპანიაში, ენერეგო-პრო ჯორჯიაში, მარნეულგაზში, საქართველოს ბანკში, ევექსსა და სოკარჯორჯია გაზის გორის ფილიალში.

დანიშვნისთანავე, მისი მთავარი დაპირება ახალციხეში 24 საათიანი წყალმომარაგების საკითხი იყო. ამბობს, რომ დაპირება ვერ ბოლომდე ვერ მიიყვანა, თუმცა პროცესი დაწყებულია.

,,ისეთ შეუქცევად პროცესებს ჩაეყარა საფუძველი, რომ ნამდვილად მნიშვნელოვანი საქმეები გაკეთდება. დაწყებულია ახალციხისა და რამდენიმე სოფლის 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტი. ოფიციალურად 22 დეკემბერს დავასრულებ მუშაობას ამ პოზიციაზე" - განუცხადა მეცხრე არხს გიორგი გრიგოლაშვილმა.

გთავაზობთ ინტერვიუს არქივიდან.

| Print |