საზოგადოება
ღორის დაკვლაზე იყვნენ და იქ შელაპარაკდნენ - არლის მაცხოვრებლები
ადიგენის სოფელ არალში 24 წლის კაცის დაჭრის ამბავს იხსენებენ და ამბობენ, რომ ინციდენტი შელაპარაკების ნიადააგზე მოხდა.

,,ღორის დაკვლაე იყვნენ, ნასვამები შელაპარაკდნენ და მერეც ეს მოხდა. ელენთა აქვს ცოტა გაჭრილიო" - ამბობს სიმონ ჩილინგარაშვილი.

პავლე გიქოშვილი ამობს, რომ ჭრილობის მიუხედავად 24 წლის პეტრე ჩილინგარაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

,,თბილისიდან დარეკეს ახლა, უკეთესად არის, საშიში აღარაფერიაო" - ამბობენ არალში.

ადიგენის სოფელ უდეში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით 18 დეკემბერს დაჭრეს. ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, 24 წლის ბიჭს გულ-მკერდის არეში შემავალი ჭრილობა დანით მიაყენეს. რა გახდა კონფლიქტის მიზეზი, ამაზე დაჭრილის ნათესავები ჯერ ვერ საუბრობენ.

შსს-მ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
| Print |
თეგები: არალი / დაჭრა / უდე /