საზოგადოება
უამინდობის გამო, ახალციხეში სატვირთო ავტომობილებია გაჩერებული
ინტენსიური თოვის, მოსალოდნელი ყინვისა და ქარბუქის გამო, სამცხე-ჯავახეთში საავტომობილო გზებზე შეზღუდვები დაწესდა. მოძრაობა სრულად აიკრძალა გოდერძის უღელტეხილზე. მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია ხაშური-აწყური-ვალეს მონაკვეთზე, ფარავნის უღელტეხილსა და სამივე სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე - ვალე, კარწახი, ნინოწმინდა.

ამის გამო, ახალციხის შესასვლელში 40-მდე ტრაილერია გაჩერებული, მათ გადაადგილების უფლებას საპატრულო პოლიცია არ აძლევს. სატვირთოები აქ გვიან ღამით გააჩერეს.

მძღოლები ამბობენ, რომ არ იციან, რამდენი დღე მოუწევთ ახალციხეში, ღია ცის ქვეშ დგომა. ისინი ღამეს მანქანებში ათევენ.

რეგიონში უამინდობა რამდენიმე დღე გრძელდება. სინოპტიკოსები სამცხე-ჯავახეთში ტემპერატურის მკვეთრ კლებას - 20 გრადუსამდე პროგნოზირებენ. ასევე თოვაა მოსალოდნელი კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში. ამის გათვალისწინებით, გზებზე დაწესებული შეზღუდვები ჯერ ვერ მოიხსნება.

| Print |