საზოგადოება
თანამშრომლებს არანორმირებულ რეჟიმში უწევთ მუშაობა - რა პრობლემები შექმნა ყინვამ ახალციხეში?
ორდღიანი თოვისა და ძლიერი ყინვის შემდეგ, სამცხე-ჯავახეთში გზებზე გადაადგილება შეფერხდა. ახალციხის მუნიციპალიტეტში სოფლების მიმართულებით გზები გაწმინდეს, თუმცა ქალაქთან დამაკავშირებელ რამდენიმე გზაზე ამ დრომდე არ ყრია ტექნიკური მარილი.

მძღოლები ამბობენ, რომ გადაადგილება უჭირთ და არაერთხელ შეიქმნა საავარიო სიტუაცია. იმის გამო, რომ გზა გასაწმენდი იყო, სოფელ წირაში მცხოვრები მოსწავლეები, რომლებიც წყრუთის სკოლაში დადიან, ორი დღის განმავლობაში გაკვეთილებს ვერ ესწრებოდნენ, ანალოგიური სიტუაციაა ქალაქში, ტროტუარების ნაწილზე.

ქვეითებს მათთვის განკუთვნილ გზაზე გადაადგილება უჭირთ. მოქალაქეები ამბობენ, რომ გზის გაწმენდაზე პასუხისმგებელმა ორგანომ პრობლემის მოგვარება დროულად უნდა უზრუნველყოს. 

ახალციხის მერიაში განმარტავენ, რომ ახალციხის სერვის-ჯგუფს არანორმირებულ რეჟიმში უწევს მუშაობა იმისათვის, რომ ძლიერი ყინვის გამო შექმნილი პრობლემა, რაც შეიძლება მალე მოგვარდეს. ირაკლი ლაზარაშვილის თქმით, მკვეთრად დაცემული ტემპრატურის გამო ტროტუარსა და გზებზე დაყრილი მარილი ნაკლებეფექტურია.

| Print |