ცეცხლი ახალციხეში, სასამართლოსთან ახლოს მდებარე საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. მებაღიშვილის #62 ხანძარი დაახლოებით 20:00 სთ-თვის შენიშნეს. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო - სამაშველო ბრიგადა. ამ წუთებში მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები. მეხანძრეების თქმით, საკვამურში ხანძარი ღუმელში დანთებულმა ცეცხლმა გამოიწვია. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.