საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა
წუხელ მოსულმა ნალექმა პრობლემები შექმნა სამცხე-ჯავახეთის რამდენიმე ადგილას. აიკრძალა მიმოსვლა ჯავახეთში ფარავნის უღელტეხილზე, ხოლო ადიგენის მიმართულებით გოდერძის უღელტეხილზე.

შპს ჯავახავტოგზა, რომელიც სამცხე-ჯავახეთის გზების გაწმენდაზეა პასუხისმგებელი, აცხადებს, რომ ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა და მუნიციპალიტეტის და მასთან დამაკავშირებელი სოფლების გზები ამ დროისათვის გაწმენდილია, ხოლო ქარბუქისა და ყინვის გამო უღელტეხილებზე მოძრაობა აკრძალულია.

,,ჯავახავტოგზის" დირექტორის ნოდარ ინასარიძის თქმით, მათი კომპანია მე-13 ზონას ემსახურება, რომელიც რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტს - ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის ტერიტორიას მოიცავს.

| Print |