საზოგადოება
ტყუილებში მეორე წელი დაიწყო, გაუსაძლისი მდგომარეობაა - აფეთქებული კორპუსის მაცხოვრებლები
ახალციხეში, რუსთაველის 99-ში მცხოვრები 24 ოჯახი ახალ წელს ნაქირავებ ბინაში მეორედ შეხვდა.

მათი კორპუსის პირველი სართული 2020 წლის დეკემბერში აფეთქდა, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შენობაში ცხოვრება უსაფრთხო მხოლოდ გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების შემდეგ იქნება. ადგილობრივი ხელისუფლება ოჯახებს თვეებია ჰპირდება, რომ აღდგენითი სამუშოები დაიწყება, რეაბილიტაცია კი იგვიანებს.

ამასობაში სარდაფში მილი გასკდა და ტერიტორია წყლით იტბორება.

| Print |