საზოგადოება
მთის კურორტებზე კოვიდის შემთხვევებმა იმატა - რა ხდება ბაკურიანში
სამთო კურორტებზე ინფიცირების შემთხვევების მატების ტენდენცია გამოიკვეთა - ეს განცხადება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გაკეთდა.

საკურორტო სეზონის გათვალისწინებით, საბჭომ კიდევ ერთხელ მოუწოდა დამსვენებლებს, დაიცვან ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმები, დისტანცია და ატარონ პირბადე.

ბაკურიანში ვიზიტორების რაოდენობამ ახალი წლიდან მნიშვნელოვნად იმატა. კურორტზე, ღია სივრცეში მოქალაქეების დიდ ნაწილს პირბადე არ უკეთია.

პოლიციის არაერთი ეკიპაჟის პატრულირების მიუხედავად, დამსვენებლები ამბობენ,რომ ქუჩებში რეგულაციების დარღვევისთვის მათ არავინ აჯარიმებს.

| Print |