საზოგადოება
აფეთქებული კორპუსის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი დასრულდა
ახალციხის 99-ში, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის რეაბილიტაციისთვის, მესამედ გამოცხადებული ტენდერი დასრულდა.

შესყიდვების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ნიუ პროჯეკტმა მიიღო. ამჟამად პრეტენდენტის შერჩევა-შეფასება მიმდინარეობს.

თუ კომპანია არ დახარვეზდება და მასთან ხელშეკრულება გაფორმდება, საცხოვრებელი სახლის გამაგრება-გაძლიერების და წყალ-კანალიზაციის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება ცხრა კვირაში მას მოუწევს.სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდვის ღირებულებაა 115 218 ლარი.

კორპუსში აფეთქება 2020წლის 24 დეკემბერს მოხდა. მას შემდეგ შენობა დაკეტილია, ბინების მეპატრონეების ნაწილი კი მერიას ქირით ჰყავს გაყვანილი.

ხუთსართულიანი სახლის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი ორჯერ არ შედგა, მასში მონაწილეობას არავინ იღებდა.

| Print |