საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთში გარდაცვლილთა რაოდენობამ დაბადებულებს გადააჭარბა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს, სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობის რაოდენობამ 151 110 კაცი შეადგინა. ამ წელს რეგიონში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს დაიბადა 1 904 ახალშობილი და გარდაიცვალა 1 945 პირი, 2020 წელს კი დაიბადა 1 912 და გარდაიცვალა 2 055.

2020 წლის შობადობა მუნიციპალიტეტების მიხედვით:
  • ასპინძა 158 ახალშობილი
  • ადიგენი 210 ახალშობილი
  • ნინოწმინდა 279 ახალშობილი
  • ბორჯომი 288 ახალშობილი
  • ახალციხე 426 ახალშობილი
  • ახალქალაქი 551 ახალშობილი
2019 და 2020 წელს რეგიონში ბუნებრივი მატების ნაცვლად, მოსახლეობის კლება დაფიქსირდა. საქსტატს 2021 წლის მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებია.

| Print |