საზოგადოება
მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის გადასახადი დაუსუბსიდირდება
მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის გადასახადი ისევ დაუსუბსიდირდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, სუბსიდირების პროგრამა იანვრიდან ამოქმედდება.

"ჩვენი გადაწყვეტილებით, მოსახლეობის დიდ ნაწილს, დაახლოებით 1 მილიონ ადამიანს დავუსუბსიდირებთ ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს. ეს შეეხება მიზნობრივ ჯგუფებს, 150 ათას და ნაკლები ქულის მქონე მოსახლეობას, როგორც უკვე ვთქვი, 1 მილიონ ადამიანს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ აღნიშნული პროგრამა გვქონდა პანდემიის დაწყების დღიდან და ის ორი წელი გრძელდებოდა, იანვარში შეწყდა ეს სუბსიდირების პროგრამა და ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება ეს პროგრამა გავაგრძელოთ. მოსახლეობის იმ ფენას, რომელიც ყველაზე მეტად გაჭირვებულია, დავუსუბსიდიროთ ელექტროენერგიის ნაზარდი," - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის განმარტებით, მოსახლეობის ნაწილისთვის მთავრობა ელექტროენერგიის სუბსიდირებას, მთელი წლის განმავლობაში გააგრძელებს. 

| Print |