საზოგადოება
ვის შეეხება დენის ტარიფის სუბსიდირება?
მოსახლეობის ნაწილს მთავრობა დენის ტარიფს მთელი, 2022 წლის განმავლობაში დაუსუბსიდირებს. როგორც სემეკ-ის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა. სუბსიდია შეეხება დაახლოებით 1 მილიონზე მეტ ადამიანს ანუ 310 ათას აბონენტს (ოჯახს).

„დენის ტარიფის სუბსიდირება დაიწყო 2020 წლის მარტიდან, როცა კოვიდ სიტუაცია გართულდა. 2022 წელს ადამიანებს, ვინც სოციალურად დაუცველთა ბაზაში არიან რეგისტრირებული, ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდი მთელი წლის განმავლობაში დაუსუბსიდირდება.

სუბსიდირების პროგრამაში მოხვდებიან 150 ათასი და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები. ეს არის 310 ათასი აბონენტი (ოჯახი), სულადობრივად მილიონზე მეტი ადამიანი. მათ დაუსუბსიდირდებათ მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდი 3,5 თეთრი თვეში მოხმარებულ 200 კვტ/სთ ელექტროენერგიაზე, ხოლო ვინც 200 კვტ/სთზე მეტს მოიხმარს, 200 კვტ-ზე სუბსიდია გავრცელდება, მეტს კი თვითონ მოქალაქე გადაიხდის სუბსიდიის გარეშე,“
-აღნიშნა ნარმანიამ.
| Print |