საზოგადოება
ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული - მეუფე ნიკოლოზი
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი საგამოძიებო უწყებისგან ფარული ჩანაწერების გავრცელების გამოძიებას ელის. მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ სატელეფონო საუბრების მოსმენა, უკანონოდ ჩაწერა და შემდეგ გასაჯაროება საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულია. მიტროპოლიტი დამნაშავის დადგენას ითხოვს, მანამდე კი ამ საკითხზე საუბარს აღარ აპირებს.

ინტერნეტსივრცეში სავარაუდოდ, ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირების, უცხოელი დიპლომატებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე მასალები სექტემბერში გავრცელდა. დოკუმენტებში, რომელსაც სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ავრცელებს, აღწერილია კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრება. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ.

| Print |