საზოგადოება
სააკაშვილი მეუფე ნიკოლოზის მადლობელია, მაგრამ ის არც შინაპატიმრობაში უნდა იყოს - ნონა მამულაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, ნონა მამულაშვილმა მოინახულა. როგორც მან განაცხადა, მიხეილ სააკაშვილთან სხვა საკითხების გარდა, ისაუბრეს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის ინიციატივაზე, რომ სააკაშვილი შინაპატიმრობაში იყოს და ამისთვის საკუთარ ეპარქიას გამოყოფს.

როგორც მამულაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სააკაშვილი ამ შემოთავაზებისათვის მადლობელია, თუმცა ის არც შინაპატიმრობაში უნდა იყოს, რადგან „არ არის დამნაშავე და სასჯელი მოსახდელი არ აქვს“.

მიხეილ სააკაშვილი ძალიან დიდი მადლობელია, მაგრამ ის არც შინაპატიმრობაში არ უნდა იყოს, უნდა იმყოფებოდეს გარეთ და იყოს თავისუფალი. მიხეილ სააკაშვილი არ არის დამნაშავე, ამიტომ სასჯელი მოსახდელი არ აქვს, ის უნდა იყოს თავისუფალი და ჰქონდეს შესაძლებლობა თავის ქვეყანაში მოქმედებდეს ისე, როგორც თითოეულ მოქალაქეს შეეფერება“, - აღნიშნა ნონა მამულაშვილმა.
| Print |