საზოგადოება
ბაკურიანში ევროპის თასის გათამაშების ეტაპები გაიმართება
2022 წლის სეზონი ზამთრის სპორტის მოყვარულებისთვის დატვირთული და სანახაობრივი იქნება.

19-20 თებერვალს ბაკურიანში, სნოუბორდის ევროპის თასის გათამაშების ეტაპია დაგეგმილი, ხოლო 3-6 მარტს მსოფლიო თასის გათამაშების ეტაპი გაიმართება.

"ეს არის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება. ინფრასტრუქტურა მზად არის. ამასთან დაკავშირებით მთის განვითარებს სააგენტოსთან გვაქვს საუბარი და ერთობლივი კომიტეტიც არსებობს და მეც მაქვს კომუნიკაცია მათთან. ბაკურიანი მზად არის უცხოელი ტურისტების მისაღებად. მოგეხსენებათ, სპორტსმენიც ბევრი გვეყოლება ამ ღონისძიების ფარგლებში უცხოეთიდან" - აცხადებს ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ეკატერინე ორჯონიკიძე.

2023 წელს, ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის გამართვა იგეგმება.

წყარო: borjomi.tv
ფოტო: ბაკურიანი • Bakuriani
| Print |