საზოგადოება
ვაქცინაციაზე უარის თქმა შეიძლება, ბავშვობის ტრავმასთან იყოს დაკავშირებული - კვლევა
„კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის არ მიმღებლობა და ვაქცინაციაზე უარის თქმა შეიძლება, დაკავშირებული იყოს ბავშვობაში არსებულ ისეთ ტრავმულ მოვლენებთან, რომლებიც ძირს უთხრის ნდობის ფაქტორის ჩამოყალიბებას - ასეთებს შორის არის ოჯახში ძალადობა, ალკოჰოლის ან ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენება ან ბავშვების სურვილების უგულებელყოფა“, - ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში წერს.

აღნიშნულ ინფორმაციას ზაზა წერეთელი ბანგორის უნივერსიტეტის პროფესორის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე ავრცელებს.

ასეთი დასკვნები გააკეთა თავის კვლევაზე დაყრდნობით პროფესორმა მარკ ა. ბელისმა (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კოლეჯი, ბანგორის უნივერსიტეტის, გაერთიანებული სამეფო), და მისმა კოლეგებმა, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა BMJ Open.

ზოგიერთ ქვეყანაში ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ამ მიზეზით განიცდიან მრავლობით ტრავმას, მოსახლეობის 10% ან მეტს შეადგენს. ავტორები წერენ, რომ ყოყმანის ან ვაქცინის მიღებაზე უარის თქმა იზრდებოდა დაფიქსირებული ტრავმების რაოდენობას ზრდასთან ერთად. მაგალითად, ვაქცინის არ მიმღებლობა სამჯერ მეტი იყო იმ ადამიანებში, რომლებმაც განიცადეს ოთხი ან მეტი სახის ბავშვობის ტრავმა, იმათთან შედარებით ვისაც არ ჰქონია ასეთი ტრავმული მოვლენის შემთხვევა.

ბელისმა აქვე დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათი ნამუშევარი ვარაუდობს, რომ ACE-ების (ბავშვობაში განცდილი ტრავმების) უფრო მაღალი დონე დაკავშირებულია ვაქცინის მაღალ ყოყმანთან, ეს არავითარ შემთხვევაში არ არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ადამიანები ირჩევენ არ მიიღონ ვაქცინაცია.

როგორც მკვლევრებმა განმარტეს, კლინიცისტებისთვის ეს საინტერესო,ა რადგან უბრალოდ ტრავმის შესახებ ინფორმირება შეიძლება, მათ დაეხმაროს ვაქცინაციის ირგვლივ ამ ხალხთან მსჯელობაში და იმ წინააღმდეგობის გააზრებაში, რომელიც ამ რთული სამედიცინო საკითხის მიმართ ამ ხალხს გააჩნია. ის, რაც კლინიცისტს რუტინულად შეიძლება მოეჩვენოს (აცრა), შეიძლება იყოს რწმენის რთული ნახტომი, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ნდობის ცუდი გამოცდილება აქვს ოჯახის პირობებშიც კი.

ავტორებმა კვლევისთვის გამოიყენეს უელსში მოზარდების ეროვნულ წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგები, რომელიც ჩატარდა 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის მარტამდე, როდესაც მოქმედებდა კოვიდშეზღუდვები. 6763 ადამიანიდან 2285-მა დააკმაყოფილა ყველა კრიტერიუმი და უპასუხა ყველა კითხვას და მოხვდა საბოლოო ანალიზში. გამოკითხვამ 18 წლამდე ასაკის მოზარდებში გააანალიზა ბავშვობაში მიღებული ტრავმის ცხრა ტიპი, მათ შორის: მშობლების დაშორება; ფიზიკური, სიტყვიერი და სექსუალური ძალადობა; ოჯახური ძალადობა; ისეთ ოჯახის წევრთან ცხოვრება, რომელსაც აქვს ფსიქიკური დაავადება, ალკოჰოლის და/ან ნარკოტიკების მოხმარება, ან ციხეში ჯდომა.

გამოკითხულთა დაახლოებით ნახევარმა თქვა, რომ ბავშვობის ტრავმა არ განუცდია. მათგან, ვისაც ეს გამოცდილი ჰქონდა, ყოველმა მეხუთემ დააფიქსირა ერთი ტიპის ტრავმა, 17%-მა აღნიშნა ორი-სამი ტიპი და 10%-მა აღნიშნა ოთხი ან მეტი.

მეტი ACE-ის მქონე ადამიანებს უფრო დაბალი ნდობა აღმოაჩნდათ ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის მიერ კორონავირუსის შესახებ გავრცელებული ინფორმაციისა და პრევენციული ზომების მიმართ. ადამიანები, რომლებიც აფიქსირებდნენ უფრო მაღალ ACE-ს, ასევე უფრო ხშირად აცხადებდნენ, რომ ისინი უსამართლოდ იზღუდებოდნენ მთავრობის მიერ.

გარდა ამისა, ოთხი ან მეტი ტიპის ტრავმის მქონე ადამიანები თითქმის ორჯერ უფრო ხშირად უგულებელყოფდნენ შეზღუდვებს, ვიდრე ისინი, ვისაც რაიმე ტრავმა მიღებული არ ჰქონდათ.

ამ კვლევაზე დაყრდნობით მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კიდევ ერთხელ ცხადი გახდა ACE-ის მქონე პირები განიცდიან ჯანმრთელობის უფრო დიდ რისკებს მთელი ცხოვრების განმავლობაში და შესაძლოა ამის გამო უარი თქვან ისეთი ინტერვენციებზე, რომლებიც ამცირებს ინფექციის რისკს (ვაქცინაციაზე უარის თქმა)“,
- წერს ზაზა წერეთელი.
| Print |