ახალციხის მომხმარებელთა
დახმარების ცენტრის თანამშრომლებმა მუნიციპალიტეტის მასშტაბით,
სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებული ხაჭოს სამი ნიმუში აიღეს.
ნიმუშები მიკრბოლოგიური შემოწმებისათვის
ლაბორატორიას ჩააბარეს. ლაბორატორიიდან მიღებული შედეგების
თანახმად, სამივე ნიმუშში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები
აღმოჩნდა.
ახალციხის მომხმარებელთა დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ხაჭო შემდეგი მაღაზიებში შეიძინეს:
1. ქ. ვალეში, სტალინის ქ. #24-ში მდებარე ი.მ. ხ. აღლემაშვილის კუთვნილ მაღაზიაში შეძენილ იქნა შპს „ჯორჯიან მილკის“ წარმოებული ხაჭო „მილკო“ (შეფუთული).
2. ქ. ახალციხეში, თამარაშვილის #41-ში მდებარე მაღაზიაში შპს „პეტო“ შეძენილ იქნა ხაჭო „ქობულეთური“ (ასაწონი).
3. ქ. ახალციხეში, 9 აპრილის ქ. #10-ის მიმდებარედ, ი.მ. ზ. აფრიამაშვილის კუთვნილ მაღაზიაში შეძენილ იქნა „სოფლის ნობათის“ ხაჭო (შეფუთული).
ცენტრის წარმომადგენლებმა შესყიდვისას პროდუქტი ადგილზევე დაათვალიერეს, თუმცა, ნორმაში იყო როგორც ეტიკეტი, ისე ვარგისიანობის ვადა. პროდუქტები მოთავსებული იყო მაღაზიების მაცივრებში.
ცენტრი დარღვევის შესახებ მეწარმეებს, მაღაზიების მეპატრონეებს, სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს აცნობებს.
|