საზოგადოება
13 თებერვალს რადიოს მსოფლიო დღე აღინიშნება
დღეს, 13 თებერვალს რადიოს მსოფლიო დღე აღინიშნება, რომელიც 2011 წელს იუნესკომ დააფუძნა. რადიოს მსოფლიო დღის დაწესება ესპანეთის ინიციატივით იუნესკოს 36-ე გენერალურ კონფერენციაზე დამტკიცდა.

1946 წლის 13 თებერვალს გაეროს რადიო პირველად ეთერში გავიდა, სწორედ ამ თარიღს დაამთხვიეს რადიოს მსოფლიო დღის აღნიშვნა.

იუნესკოს (გაეროს განათლების, მეცნიერების და კულტურის ორგანიზაცია) განმარტებით, ამ დღის აღნიშვნის მიზანია რადიოსთვის, როგორც კომუნიკაციის საშუალებისთვის, პატივის მიგება. აგრეთვე, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით, მედიასაშუალებებისთვის და ადგილობრივი რადიოსადგურებისთვის ხელის შეწყობა.
| Print |