საზოგადოება
პირველი მარტიდან შრომისუნარიან სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა იწყება
საქართველოს მთავრობა 1-ელი მარტიდან შრომისუნარიან სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამას იწყებს. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს პროგრამაზე საკმაოდ ვრცლად ისაუბრა.

მისი თქმით, რა მოდელით უნდა განხორციელებულიყო აღნიშნული პროექტი, სპეციალურად ამის შესასწავლად ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში იმყოფებოდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, პროგრამის ბიუჯეტი შეიძლება 100-150 მლნ ლარი იყოს მიმდინარე წლისთვის, ამის რესურსების მობილიზება კი შესაძლებელია და გათვლებიც უკვე არსებობს.

„საზოგადოებრივ სამუშაოებს რაც შეეხება, რისკები ავწონ-დავწონეთ და ავიღეთ საუკეთესო გამოცდილების ის ელემენტები, რომლებიც არსებობს. ზუსტად ასე ეტაპობრივად დავიწყებთ პროგრამას და მომავალში შეიძლება ცვლილებებიც შევიდეს. ყველა ქვეყანამ, რომელსაც ასეთი პროგრამების განხორციელების გამოცდილება აქვს, აჩვენა, რომ ამან გამოიღო შედეგი რამდენიმე მიმართულებით...

გრძელვადიან პერსპექტივაში რა მიზანს ვისახავთ? ამის მიზანი არის ამ ადამიანების სრულად ინტეგრაცია შრომის ბაზარზე. იმედი გაქვს, რომ შედეგი გვექნება სხვა ქსვეყნების მსგავსი – ადამიანების ინტეგრირება მოხდება შრომის ბაზარზე და საზოგადოებრივი სამუშაოების შეთავზება საჭირო არ იქნება“,
- განაცხადა მინისტრმა.

Bm.ge
სევე ნახეთ:

შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები უნდა შევთავაზოთ - ღარიბაშვილი

დასაქმება სოციალური დახმარების სანაცვლოდ - როგორ აფასებთ პრემიერის ინიციატივას?
| Print |