საზოგადოება
სემეკი და ფინანსთა სამინისტრო "თელმიკოში" ელექტროენერგიის მაღალი გადასახადების მიზეზებს სწავლობენ
შპს „თელმიკოში“ სემეკ-ისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კომისიების მხრიდან მიმდინარეობს შემოწმებები, რაც გამოწვეულია აბონენტების საჩივრებით ელექტროენერგიის ქვითრებზე ასახული გაზრდილი თანხების გამო, - ამის შესახებ ინფორმაციას „თელმიკო“ ავრცელებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ინფორმაცია შედეგების შესახებ გამოქვეყნდება დამატებით შემოწმებების დასრულების შემდეგ.

„კომპანია „თელმიკო“ მაქსიმალურ დახმარებას უწევს კომისიებს შემოწმების ფარგლებში და წარადგენს ყველა აუცილებელ ინფორმაციას.

შპს „თელმიკო“ მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს, რათა თითოეულ აბონენტს განუმარტოს დარიცხვები. ქოლ-ცენტრი (ნომრები 23 5000 777 და 16700 ) მუშაობს 24 საათი დღე-ღამის განმავლობაში, ხოლო კლიენტთა მომსახურების ცენტრები - კვირაში 6 დღე.

ელექტროენერგიის თითოეულ მომხმარებელს შეუძლია ასევე მიმართოს კომპანიას ელექტრონულ ფოსტაზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it , ჩვენი საიტიდან telmico.ge, Whatsapp +995 591 926578 და Facebook https://www.facebook.com telmicoLTD

იანვრის თვეში რიგ შემთხვევებში მართლაც დაფიქსირდა დარიცხვების ზრდა და ეს რამდენიმე ფაქტორთანაა დაკავშირებული. უპირველეს ყოვლისა, ეს არის:

ელექტროენერგიის აღრიცხვის ახალ წესზე გადასვლა 2022 წლიდან და ამასთან დაკავშირებით მეორე ქვითრის გაგზავნა დეკემბრის მოხმარების ნაშთზე;

ცვლილებები სახელმწიფო სუბსიდიების სისტემაში თბილისში, 2022 წლის იანვრიდან;

საშუალო თვიური მოხმარებიდან გამომდინარე, დეპოზიტების აქტუალიზაცია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც ადრე რეგულარულად არღვევდნენ გადახდის ვადას;

იანვრის თვის ქვითარში წინა პერიოდების დავალიანების ასახვა.

შპს „თელმიკო“ მომხმარებელთა თითოეულ მომართვაზე ინდივიდუალურად მუშაობს. სს „თელასთან“ ერთად ხდება ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის რეგულარული შემოწმება და ანალიზი, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ეძლევათ გადახდის გადავადების შესაძლებლობა, ხდება მხარდაჭერის სხვა ზომების მიღებაც.

გულწრფელად ვწუხვართ, რომ მომხდარმა ცვლილებებმა უხერხულობა გამოიწვია და მზად ვართ, მხარდაჭერა აღმოუჩინოთ თითოეულ მომხმარებელს“
, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
| Print |