საზოგადოება
ახალციხეში გიდების საერთაშორისო დღე აღნიშნეს
ახალციხეში გიდების საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ამ პროფესიის ადამიანებს „ახალციხის ციხის“ ადმინისტრაციამ უმასპინძლა. კომპლექსის დირექტორმა გიორგი ნათენაძემ გიდებს მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა და წარმატება უსურვა.

„ახალციხის ციხეს“ 18 გიდი ჰყავს. ისინი ტურისტებს ქართულ, რუსულ, ინგლისურ, თურქულ, გერმანულ, ფრანგულ და სომხურ ენებზე ახალციხის ისტორიას აცნობენ.

გიდების საერთაშორისო დღე 21 თებერვალს აღინიშნება. თარიღი 1990 წელს დაარსდა და მას შემდეგ მსოფლიოში 100-ზე მეტ ქვეყანაში ყოველ წელს აღნიშნავენ.

| Print |