საზოგადოება
დღეს საბჭოთა ოკუპაციის დღეა
საბჭოთა ოკუპაციიდან 101 წელი გავიდა. 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისში ბოლშევიკების მე-11 არმია შევიდა, დემოკრატიული არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო და საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადა.

რუსეთის წითელი არმია საქართველოში 12 თებერვალს შემოიჭრა. მე-11 არმიას ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები თბილისის მისადგომებთან შეებრძოლნენ. ძირითადი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.

ოკუპაციის ასიათასობით მსხვერპლთა პატივსაცემად, ამ დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.

| Print |