საზოგადოება
"ქალაქიდან არსად მივდივარ, მზად ვარ, ჩავება ბრძოლაში" - გიორგი აკოშვილი უკრაინიდან
ბოლო ორი დღეა განგაშის სიგნალი ჩაირთო უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკში, სადაც ახალციხელი გიორგი აკოშვილი ცხოვრობს. საომარი მოქმედებები აქედან 250 კილომეტრშია, თუმცა მოსახლეობა ოკუპანტების გამოჩენას ყოველ წუთს ელის.

ქართველი მოკრივის თქმით, საღამოს რვა საათიდან დილის 6-მდე კომენდანტის საათი მოქმედებს. დღის განმავლობაში ქუჩაში მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გადაადგილდებიან. საომარი მოქმედებების მიუხედავად, მოსხლეობაში პანიკა არ არის. ადგილობრივებს თავშესაფრები ჯერ არ სჭირდებათ, თუმცა ქალაქი მზადაა მტრის დასახვედრად. მომარაგებული აქვთ საკვები და გადაუდებელი აუცილებლობის ნივთები.

ახალციხელი მოკრივე გიორგი აკოშვილი მერვე წელია დნეპროპეტროვსკში ცხოვრობს.



ასევე ნახეთ: 

| Print |