საზოგადოება
ახალციხეში, უკრაინის მხარდასაჭერად, აქციაზე ასობით მოქალაქე მივიდა
"დიდება უკრაინას", "რუსეთი ოკუპანტია", - მსგავსი ტრანსფარანტებით, ახალციხეში უკრაინას სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს. მშვიდობიანი აქცია ქალაქის ცენტრში გაიმართა.

საზოგადოების აქტიური წევრები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და მოქალაქეები შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ. აქციაზე ამჯერად ასობით ადამიანი გამოვიდა. მათ რუსეთის მიერ წამოწყებული საომარი მოქმედებები დაგმეს და უკრაინას სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს. მოქალაქეები ქალაქის ცენტრში დროშებით და პლაკატებით მივიდნენ.

ეს არის უკვე მეორე აქცია, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ახალციხეში გაიმართა.


ასევე ნახეთ: 

| Print |