ახალციხეში, კონსერვატიული მოძრაობის ოფისს ,,საბჭოთა ნოსტალგიებს" უწუნებენ
12:35 / 06.03.2022
ალტ-ინფოსთან დაკავშირებული კონსერვატიული მოძრაობის ოფისზე გაკეთებული წარწერები უკვე წაშლილია. ქართულ და რუსულ ენებზე განცხადებები ძირითადად პუტინის წინააღმდეგ იყო მიმართული.
ადგილობრივი ოფისის წარმომადგენელი სიმონ ეღიაშვილი ამბობს, რომ დედაქალაქში იმყოფება, მომხდარის შესახებ იცის, მაგრამ კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს. მისივე თქმით, ამ დრომდე გადაწყვეტილი არ აქვთ, მომხდარის გამო მიმართავენ თუ არა სამართალდამცველებს.
კონსერვატიული მოძრაობის ოფისზე გაკეთებული წარწერა არ უკვირთ ახალციხის საზოგადოებრივ ორგანიზაციებში. ,,დემოკრატ მესხთა კავშირის" წარმომადგენელი ჯაბა ნათენაძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ამბობს, რომ მსგავსი ფაქტი მისთვის მოულოდნელი არ არის, რადგან
,,მაშინ როცა რუსული პროპაგანდა გამალებით, ყველა გზებით ცდილობს, მთელი მსოფლიო დაარწმუნოს იმაში, რომ უკრაინას კი არ ებრძვის არამედ ათავისუფლებს, მთელმა ცივილურმა სამყარომ გაიაზრა, რომ აუცილებელია ამ პროპაგანდის გავრცელების შეფერხება. რა ხდება ამ დროს ჩვენთან - თავისუფლად იხსნება ოფისები, რომლებიც პირდაპირ ეწევიან რუსულ პროპაგანდას და ამდენი შემზარავი ვიდეოს, ფოტო ამბების შემხედვარე, სწორედ ეს პუტინის სატელიტი პროპაგანდისტები, ხალხს უყვებიან საპირისპიროს. რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს საზოგადოების აგრესიას და ვფიქრობ, რომ ამ აგრესიის გამოხატულებაა ეს ფაქტიც. შეიძლება გამოხატვის ფორმები ბევრისთვის მიუღებელი იყოს, მაგრამ თავად ადგილობრივმა ოფისმაც სწორედ აგრესიის გზა აირჩია გახსნისთანავე (თუნდაც მათი დამოკიდებულება მედიასთან).
მაშინ, როცა ჩვენ ყველა ვამაყობთ უკრაინელი ხალხის ერთიანობით, ჩვენ ვერა და ვერ ვისწავლეთ, პირადი ბოღმის და ეროვნული ინტერესების ერთმანეთისგან განსხვავება. ამ ფონზე ხშირად საკუთარ ამბიციებს ვწირავთ, ჩვენი ქვეყნის აწმყოსა და მომავალს" - აღნიშნავს ჯაბა ნათენაძე.
ფაქტს ეხმაურებიან სოციალურ ქსელშიც.
,,მაგარი იუმორი აქვს ვიღაცას .. ისეთ ფრაზასაც მოფიქრება უნდა, ყველაფერს რომ ჩაიტევს შიგ და იტყვის .. " - მიაჩნია დავით მელიქიძეს.
,,ყველა მოღალატემ უნდა იგრძნოს, რომ მოღალატეა! ძალიანაც კარგი.." - წერს გაგა მუმლაძე.
,,ყოჩაღ. ვინც მიაქირავებს ფართს, ისიც მოღალატეა " - ფიქრობს მინდია ბაჟუნაიშვილი.
,,ბრავო...ვინც არ უნდა იყო, ვამაყობ შენი ქართველობით" - წერს მარი დალალიშვილი.
,,ახლა ვნახე მთავარზე... ანუ ჯერ სტალინის ძეგლს მოაძვრეს თავი ვარიანში და მერე ახალციხეს ჩამოურბინეს... ერთი და იგივე ჩაცმულობით იყო ბიჭი და მაგან მიიქცია ყურადღება" - წერს ქეთინო ხმალაძე.
ახალციხეში "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისი 13 თებერვალს გაიხსნა. პარტიის ადგილობრივი წარმომადგენელი სიმონ ეღიაშვილი საზოგადოებას გენერალურმა მდივანმა გიორგი ქარდავამ წარუდგინა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.