საზოგადოება
ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ძლიერმა ქარმა შენობებს სახურავი გადახადა
ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ძლიერმა ქარმა შენობებს სახურავი გადახადა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ავტოფარეხები, საქონლის სადგომები, ელექტროგადამცემი ბოძები. 

წუხანდელი ქარის გამო, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯოლარში გადახურვის გარეშეა დარჩენილი სპორტული დარბაზი.

ქარმა სახურავი გადახადა ეშტიაში სახლებს და ბოსლებს. დაზიანებულია სოფელ თორიის სკოლის სახურავიც.

დიდ არაქალში ქარმა სახურავი გადახადა საქონლის სადგომს. დაზარალებულები ამბობენ, რომ აპირებენ, დახმარებისთვის მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით მიმართონ.

რადიო ნორი
| Print |