საზოგადოება
ახალციხის ციხეზე დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა
ახალციხეში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით ახალციხის ციხეზე ღონისძიება გაიმართა, სადაც დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები და მათი მშობლები იყვნენ მიწვეული. მათთვის ანიმატორებმა მცირე შოუ დადგეს.

ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, ახალციხის ციხის, სამხატვრო სკოლისა და კერძო სექტორის ორგანიზებით გაიმართა. ორგანიზატორებმა ბავშვებს საჩუქრები გადასცეს.

2006 წლის 21 მარტს დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღე პირველად აღინიშნა. დღე და თვე შემთხვევით არ აურჩევიათ: თარიღი 21-ე ქრომოსომას აღნიშნავს, ხოლო მარტი როგორც წელიწადის მესამე თვე – ტრისომიულ მოვლენას.

| Print |