საზოგადოება
ახალციხის მერის მრჩეველთა საბჭომ პირველი სხდომა გამართა
ახალციხეში ახლადდაკომპლექტებული მერის მრჩეველთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. საბჭო იმ ადამიანებით დაკომპლექტდა, ვინც წევრობაზე განაცხადი შეავსო. 27 წევრისგან შემდგარმა საბჭომ დღეს თავმჯდომარე ვერ აირჩია.

საბჭოს წევრებმა ახალციხის მერისგან ძირითადად - ტრანსპორტირების, გზის მოწესრიგების, ქალაქის წყალმომარაგების, გამწვანებისა და სხვა ყოფითი საკითხების მოგვარება მოითხოვეს. დღესვე იმსჯელეს იმის შესახებ, რომ ქალაქს დაკარგული აქვს გენერალური გეგმა, რაც თავის მხრივ დამატებით პრობლემებს იწვევს.

| Print |