საზოგადოება
აწყურში უკრაინის მოქალაქეები მიიღეს
კიევთან ახლოს მდებარე ქალაქ ვასილკოვოდან სამსონიძეთა ოჯახმა თავი სოფელ აწყურს შეაფარა. უკრაინის მოქალაქეები საქართველოში 23 მარტს, ჩამოვიდნენ. ლტოლვილებს შორის ყველაზე პატარა 3 წლის ელისაბედ სამსონიძეა, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საბავშვო ბაღში ჩაირიცხა. ელისაბედის უფროსი და-ძმა ნანული, ვალერი და სოფია სამსონიძეები სწავლას სოფელ აწყურის საჯარო სკოლაში გააგრძელებენ.

სამსონიძეების ოჯახი უკრაინაში რუსეთის საომარ მოქმედებებს გამოექცა.

უკრაინელ ლტოლვილებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ.

| Print |