საზოგადოება
ახალციხეში ეთნიკურ უმცირესობასთან შეხვედრა გაიმართა
დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. საქართველოს სტრატეგიული განვითარების ცენტრმა პოტენციურ აპლიკანტებს, მიკრო და მცირე საგრანტო პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

პროგრამის არსებულ მეწარმე სუბიექტებს პროგრამის ფარგლებში გრანტის მიღების შესაძლებლობა, მათთვის უკვე დაფინანსებული საქმიანობის გაფართოების ან ახალი ბიზნეს პროექტის შემთხვევაშიც ექნებათ. პროგრამის გრანტის მოცულობა 30 000 ლარი იქნება, ხოლო ევროკავშირის დაფინანსებით, საქართველოს მთავრობის მიერ დაწყებულ საპილოტე რეგიონებში (იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, გურია და კახეთი) არა უმეტეს 40 000 ლარისა.

პროგრამაში გამარჯვებული მეწარმეების თანამონაწილეობის თანხამ გრანტის თანხის არანაკლებ 20% უნდა შეადგინოს, მაღალმთიან დასახლებებში კი არანაკლებ 10%.

საქართველოს სტრატეგიული განვითარების ცენტრი ხვალ შეხვედრას ჯავახეთის მოსახლეობასთან გამართავს.

საგრანტო პროგრამაზე ბიზნესიდეების მიღება 21 მარტს დაიწყო და 11 აპრილის 15:00 საათამდე გაგრძელდება.

| Print |