საზოგადოება
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა - ინფორმაციას ის ქართველი მეომრები ავრცელებენ, რომლებიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან.

პოსტი გამოაქვეყნა ირაკლი ოქრუაშვილმაც, სადაც წერს, რომ დაჭრილია კიდევ 5 მებრძოლი.

24 თებერვლის შემდეგ დაწყებულ რუსულ აგრესიას, უკვე 6 ქართველი მსხვერპლი ჰყავს. ამ დრომდე ვერ ხერხდება ალყაში მოქცეული მარიუპოლიდან ბახვა ჩიქობავას ცხედრის გამოსვენება.
| Print |