საზოგადოება
ახალციხელი რეზო ანდღულაძე "წლის საუკეთესო ოსტატი 2021" გახდა
ახალციხელმა ხალხური რეწვის ოსტატმა, რეზო ანდღულაძემ კონკურსში - "წლის საუკეთესო ოსტატი 2021" გაიმარჯვა.

გამარჯვებულები საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის მიერ ჩატარებულ კონკურსში სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა, რომელთა შორის პირველი ადგილი, დარბაზული ტიპის ნაგებობების მშენებლობის ტექნოლოგიის შენარჩუნებისთვის, რევაზ ანდღულაძემ მოიპოვა. 

2021 წლის კონკურსის ნომინაცია იყო - „დაკარგვის საფრთხის ქვეშ მყოფი დარგები” და გამოვლინდნენ ის ოსტატები და სახელოსნოები, რომლებიც ცდილობენ ამ დარგების სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას. კონკურსი ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა.

კონკურსი - „წლის საუკეთესო ოსტატი“, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის მიერ 2015 წლიდან ტარდება და მისი მიზანია საზოგადოებას გააცნოს ტრადიციული რეწვის სფეროში მოღვაწე ოსტატები და წარმოაჩინოს მათი ღვაწლი.
| Print |