საზოგადოება
ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ ახალციხეში შეხვედრა ჩატარდა

ახალციხეში თემაზე: "ნატო საქართველოს ურთიერთობები და არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობა", შეხვედრა გაიმართა. სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის თანადამფუძნებელმა გიორგი ცხვიტავამ, ქვეყნის ევროპულ კურსზე და მასთან დაკავშირებულ სირთულეებზე ისაუბრა. მისი თქმით, ქართველი ხალხის სწორი არჩევანის მთავარი ხელისშემშლელი რუსეთია, რომელიც ქვეყნის სურვილების ჩახშობას საქართველოში დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან ცდილობს.

შეხვედრა ახალციხეში „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა, რომელიც ახორციელებს პროექტს „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“. პროექტს საინფორმაციო ცენტრი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად, სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
| Print |